“მეტიჩრული მარგალიტების სამარცხვინო რეიტინგი”

დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია ჩვენ ბლოგზე …     წარმოგიდგენთ ჩვენი “ჩემპიონატის”  ახალ მონაწილეებს

ლუზერებისგან შემდგარი გუნდი”  რუსთავი 2-ზე ერთ-ერთი ფილმის ანონსი

ედვაიზერი რომ ჩამოვიდეს …”  აჩი არეველაძე (რუსთავი 2)

ნონ სტოპ უჩვენებენ ქართული ტელევიზიები” ეროსი კიწმარიშვილი (ტელეკოპანია კავკასია)

აი ასეთი ახალი მონაწილეები გვყავს…

არ  ვართ ჩასაფრებულები და ყველა გადაცემასა და ინტერვიუში ახალ “მარგალიტებს” არ ვეძებთ…   არც მათი გამოჩენა გვიხარია… ვერც იმას დავიბრალებთ, რომ ჩვენ ასეთ შეცდომებს არ ვუშვებთ. უბრალოდ გვგონია რაც უფრო ბევრჯერ შევახსენებთ ერთმანეთს, რომ ასე საუბარი არასწორია უფრო ნაკლებად შეგვეშლება.

გასაგებია როდესაც ორი მეგობარი საუბრობს  და მათ საუბარს არავინ უსმენს ასეთ შეცდომებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როდესაც ასეთ საუბარს ტელევიზიით ვისმენთ? ? ?  და რამდენი მიმბაძველი გამოუჩნდება ხოლმე ტელევიზიაში თუნდაც ერთხელ გამოჩენილ ადამიანებს ? ? ? მაშინვე “გამოჩენილ” ადამიანებად იქცევიან ხოლმე…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ შეცდომებს ყველანი ვუშვებთ და არავის არ გვაქვს უფლება სხვა ზედმეტად რამეში დავადანაშაულოდ. ყველანი ერთად ვუშვებთ შეცდომებს და უნდა ვცადოთ მაინც, რომ ჩვენივე გაფუჭებული საქმე ერთად გამოვასწოროთ.

უბრალოდ ხანდახან ძნელია თავი შეიკავო და ემოციის გარეშე უყრო ან ისაუბრო “გაუგებარ” და “აუხსნელ” შეცდომებეზე რომლებსაც ხშირად გადავაწყდებით ხოლმე.

ჩვენთვის ასეთი “აუხსნელი” და  ”გაუგებარი”  შეცდომაა, ბანკ რესპუბლიკას და ალბათ სხვა ბანკების თანამშრომლების თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერები… ალბათ თქვენც გინახავთ….

მაშ ასე, ჩვენი ჩემპიონატის კიდევ ერთი წარმომადგენელიიიი  ბანკი რესპუბლიკა: “ფრონტ დესკის ოფიცერი” ასეთი წარწერები ამშვენებთ ბანკის წარმომადგენლებს.  ქართულად ქართული ასოებით.

ქულების დაწერა არ გადავიწყდეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.