ჩვენი წარმატებული ბავშვები :)

July 21, 2009

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში ა/წ 10-22 ივლისს ჩატარდა მათემატიკის 50-ე საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადა.
საქართველოს ნაკრები გუდი 6 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა აღნიშნულ ოლიმპიადაზე.

აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. ექვსივე მათგანი ჯილდოთი დაბრუნდება საქართველოში.

  • ბექა ერგემლიძე – ვერცხლის მედალი;
  • ლაშა ლაკირბაია – ვერცხლის მედალი;
  • ნიკოლოზ მაჭავარიანი – ვერცხლის მედალი;
  • ლევან ვარამაშვილი – ბრინჯაოს მედალი;
  • ლაშა ფერაძე – ბრინჯაოს მედალი;
  • ცოტნე ტაბიძე – საპატიო ჯილდო.

გარდა ამისა, მექსიკაში, ქალაქ მერიდაში ა/წ 11-19 ივლისს ჩატარდა ფიზიკის მე-40 საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადა.
საქართველოს ნაკრები გუნდი გაემგზავრა ხუთ კაციანი შემადგენლობით, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შოთა გარუჩავამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, თუმცა ეს უკვე დიდი წარმატებაა თითოეული მათგანისათვის. :)

ბულგარეთის ქალაქ პლოვდიდში ა/წ 8-15 აგვისტოს იმართება ინფორმატიკის 21-ე საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადა. საქართველოს ნაკრები გუნდი 4 კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება აღნიშნულ ოლიმპიადაზე.
აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს ინფორმატიკის ნაკრებში ერთ-ერთი წევრი გოგონაა – მარიამ კობიაშვილი.

ჩვენ ცხადია წარმატებებს და ჯილდოთი დაბრუნებას ვუსურვებთ ინფორმატიკის ნაკრებ გუნდს. :)

თაკო


იყავი პირველი!

July 11, 2009

გაიგე რა ხდება ახალი საგანმანათლებლო სფეროში! იყავი პირველი!


Follow

Get every new post delivered to your Inbox.