მოგესალმებით!
ჩვენ ვართ GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადი.
ეს ბლოგი ჩვენთვის იქნება ოფორთიუნითი, რომ ასეთ ფლექსიბლ გარემოში ყველაზე ქუულ ბლოგის სახელი დავიმკვიდროთ.
თითქოს უცნაური არაფერი გვითქვამს და გასაკვირიც არაფერია იმაში, რომ აქტიურად ვიყენებთ საუბარში უცხო სიტყვებს. მაგალითად: ოფორთიუნითი ფლექსიბლ, ქუულ. ამგვარი მეტყველება იმდენადაა გამჯდარი თითოეულ ჩვენგანში, რომ ამ ინგლისური სიტყვების შესაფერის ქართულ სიტყვებს ვეღარ ვპოულობთ ჩვენს მშობლიურ ენაში.
იქიდან გამომდინარე, რომ ”ჩვენი ენა ქართული” ნამდვილად განიცდის შემოტევებს სხვადასხვა უცხო ენებისგან, ჩვენდაუნებურად მოხდა ენის, რბილად რომ ვთქვათ, “დაბინძურება” .
არადა, რამდენი რამ „კეთდება“ იმისათვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს სრულყოფილი, და მის „წიაღში აღზრდილებს“ არ ჰქონდეთ ქართულად მეტყველების პრობლემა.
მაგრამ საკითხავია, კეთდება კი? ან ის კეთდება რაც ნამდვილად გვჭირდება?
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ჩვენს ბლოგთან დაკავშირებით, როგორც კომენტარებში ისე ელ-ფოსტის მეშვეობით.
ველით თქვენს გამოხმაურებას!
სასიამოვნია ახალი ბლოგი
მეც ვგეგმავ სამომავლოდ ჯიპაში პიარის შესწავლას და თუ ასე დამავიწყებენ ქართულ ენას მგონი გადავიფიქრებ

გეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი ტენდენცია წავიდა საქართველოში ამ მხრივ
წარმატებები!!!
me vize ra vtqva, Tvitonac aqtiurad viyrneb ucxour sityvebs. tumca mixaria rom arsebobs blogi romelic Shemaxsenebs rom es cudia
qartuli windous – i pirvelad rom vnaxe guli gamiskda,(status paneli, konsolis shecdoma, veb yalTabandobis paketi da kidev uamravi) magrame mere mivxvdi rom rodesme unda gachndes axali tendencia da agar iChaitvalos rom yvelafeir qartuli “bandzia” (imat ra daashvaves vinc inglisuri ar icis)
:) mokled, imedia wamowevt am problematikas da marto blogit ar Shemoifarglebit
rashia problema icit? chemi azrit: propaganduli reklamebi unda gachndes, televiziashic da garet,posterebzec unda gaikras mocodebebi, rom nac sheidzleba naklebi ziani miadges enas ucxo sityvebit.
yvelam tavisi nacnobebis creshi unda (shesadzleblobis farglebshi) daamkvidros sufta qartuli da yvela rom sheecdeba mgoni mashin agarc “bandzi”mogvechveneba chveni qartuli…
da isa kidev, “bandzia”kyelaferi qartulio. es imitom rom chven “vabandzebt”. sxva aravin mova da ar gvetyvis tqvens enas mouareto. damercmunet, am msoflio konkurenciis pirobebshi yvelas “fexze hkidia” (ukacravad) qartvelebi da mitumetes qartuli, arc ician rom igi msoflios 14 anbanta shoris ert-ertia. ase rom gavufrtxildet!!!!