ცოტა ხნის წინ ლექციაზე
ძალიან საინტერესო რამეზე ვსაუბრობდით და ეს საკითხი ჩვენს ბლოგზე წამოჭრილ თემატიკას ძალიან ჰგავდა, ხოდა ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა.
მე მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ მედია, უდავოდ, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, სწორედ რომ მედია ამკვიდრებს ახალ-ახალ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და ხშირად ადამიანების ლექსიკონზეც ახდენს ხოლმე გავლენას.
რაღა ბევრი გავაგრძელო ტელევიზიაა ყველაზე დიდი ნოვატორი ამ საქმეში, ხალხი მას ყველაზე ხშირად უყურებს და სწორედ ის ხდება საზოგადოების სალაპარაკო ენა, რა ენაზეც ჩვენ დიდი “ელექტრო-ყუთი” გვესაუბრება
და აი, რას ყვებოდა ბატონი ლექტორი – ერთ-ერთ არხზე, სიუჟეტი ვნახე, სადაც ჟურნალისტი აშუქებდა რომელიღაც სოფელში მომხდარ წყალდიდობაზე, რომელმაც გლეხებს მოსავალი დაუზიანა. სიუჟეტს მეტი დააჯერებლობისთვის ახლდა მოსახლეობის კომენტარი, ერთ-ერთმა გლეხმა ასე დაიწყო საუბარი ჟურნალისტთან: სრული პასუხისმგებლობით მინდა დავაფიქსირო….. და ა.შ. დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა.
დასკვნით კომენტარს, ვფიქრობთ, ეს ამბავაი აღარ საჭიროებს, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა ერთი რამ – განა გლეხი გამართული ქართულით არ უნდა საუბრობდეს? განა მას არ აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი ოფიციალური, “მინისტრული” ენით? უბრალოდ ჩვენი პრობლემა ისაა, როცა ვინმეს ტელევიზორში გაგონილი, ყველაფერი სწორი ჰგონია (მაგ: “პატრულის” ლექსიკონი – ლოკალიზებულ იქნა, მოხდა მისი პოვნა) და ის საკუთარ მეტყველებაშიც გადმოაქვს.
სულ ეს იყო ჩემი სათქმელი
ჩვენი ბლოგი (თ)
მომწონს, რაღაცნაირი ცოცხალი ბლოგია, ოღონდ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენი ბლოგი (თ) (ა) (ჭ) სხვადასხვა “ექაუნთებს” გააკეთებდით და ჩვენც გვეცოდინებოდა, რა ჰქვია პოსტის ავტორს.
პიარის ხალხმა უნდა იცოდეს სახელს რამხელა მნიშვნელობა აქვს, დიდად სასიამოვნო არ არის, როცა “ბლოგს” უწერ კომენტარს და მეტი არაფერი