ახალი ლიდერი გვყავს!!!

  1. ტელეკომპანია “იმედი” თამთა სანიკიძე- “ფილმი გოსტი”  -20,00
  2. ტელეკომპანია “იმედი” - ეს იქნება “ინთერთეიმენთ მუვი” -19,40
  3. პეტრე ცისკარიშვილი: -“ჩვენ ვიმყოფებით “რეჟიმ ჩეინჯის” მდგომარეობაში” “სიტუაციის “ალარმიზაცია”-19.16
  4. პირველი არხი -“ევრო ვიზია ჯუნიორი” “მის მსოფლიო ჯუნიორი” -18,60
  5. რუსთავი 2 - სტუმრები იქნებიან ცნობილი ადამიანები “სელებრითები” (კურიერი) -16,60
  6. რუსთავი 2 ნატა მახვილაძე-“ბორდის შემადგენლობა”   (კურიერი)   -14,20
  7. გოკა გაბაშვილი: -”კრიმინალური “ქეისები”-12.50
  8. გიორგი თარგამაძე:- “ისტაბლიშმენტი”-11.40

როგორც ხედავთ, ტელეკომპანია იმედი  მომზადებული შეხვდა ჩვენი კონკურსის მეორე ტურს და რეიტინგს  სათავეში მოექცა.  : )

მაგრამ წინ ისეთი კონკურსანტი ელოდება, მე მგონი ნამდვილად გაუჭირდება ამ ადგილის შენარჩუნება.

მაშ ასე წარმოგიდგენთ რუსთავი 2-ს ჟურნალისტს  მაია ლომიძეს!!!

რუსთავი 2,   7 ოქტომბერი 2009 წელი.   საინფორმაციო გადაცემა კურიერი.      დაახლოებით 22 საათი და 50 წუთი…შეიძლება 57.

ჟურნალისტი გვიყვებოდა დიზაინერ თამუნა ინგოროყვას შესახებ, სიუჟეტი ნამდვილად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ სამწუხაროდ “მარგალიტების”  მთელი კორიანტელი მოიპოვებოდა… მართლა გასაგებია, როდესაც მოდის სამყაროზე ლაპარაკობ ალბათ ძნელია თავი შეიკავო ისეთი სიტყვებისგან როგორებიცაა: “შოურუმი” “გლობალური შოპინგი” და ა.შ. და მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები სულაც არ არის ქართული, არ ვაპირებდით ამის შესახებ დაწერას ჩვენ ბლოგში, მაგრამ რაც ამ სიტყვებს შემდეგ მოჰყვა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ  და პირდაპირ ფრაზას შემოქთავაზებთ.

“ამ დროს, საფრანგეთში, მოდის დედაქალაქში, უამრავი დიზაინერი, მოდის კრიტიკოსი და ბაიერი იკრიბება”

ბაიერი , ბაი-ერი, ბა-ი-ე-რ-ი, ბ-ა-ი-ე-რ-ი. მართლა ასე თქვა. თავიდან ვერ დავიჯერე, შემდეგ გადავამოწმე და ნამდვილად ასეა. ჟურნალისტი ალბათ ამ სიტყვაში მყიდველებს (buyer) გულისხმობდა.       ჩემი აზრით ეს უკვე მეტისმეტია !!!  თქვენ როგორ ფიქრობთ? : )

ნამდვილად გამიხარდებოდა, რომ ვერც ერთი ასეთი მარგალიტი ვერ მეპოვა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან, ძალიან ბევრია.

ქულების დაწერა არ დაგავიწყდეთ!!! ვფიქრობ ამ ფრაზას აქვს პოტენციალი დიიიიდ მიზნებს მიაღწიოს. : )

    “ჩვენი ბლოგი” (ბ)

    12 Responses to

    1. =) says:

      ბ-ა-ი-ე-რ-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი-ი ვაიმეე ღმერთო ჩემო, სად ვცხოვრობთ?! :( როგორ მწყდება ხოლმე გული, როცა ამდენ “მარგალიტს” ვხედავ თქვენს ბლოგზე :(

    2. =) says:

      -20 უდაოდ !

    3. GGG says:

      :) :) :)
      რა თქმა უნდა -20

    4. qeto says:

      ბაიერი -20
      ბაიერი -20
      ბაიერი -20
      ბაიერი -20
      ბაიერი -20

    5. zura says:

      ra tqma unda -20 maikos

    6. lela says:

      samcuxarod -20

    7. Nino says:

      -100 samarcxvinoa

    8. Mate says:

      petre ciskarishvils -20
      selebritebs -15
      interteinment muvis -17

      da bayeri ukve margalitic agar aris, ai ra moaqvs globalizacias, ena davkarget! dzirs nato da evrokavshiri!!!

    9. fusa-fusa says:

      dedaaaa, es ra naxa chemma tvalebma? nw nw nw!!! 20 ki ara 120 magas

    10. tatuli says:

      20 რა თქმა უნდა, მაგრამ რა გიკვირთ სადაც რატი ამაღლობელი ”შორთ ლისთიდ” კანდიდატებს იყენებს საუბრისას……
      სირცხვილია, სირცხვილიიიიი!!!!!!!!!!!!!

    11. მირანდა says:

      კარგით ხალხო რაა!!!! არ უნდოდა ქალბატონ მაიას მაყურებლის გაღიზიანება (კრიზისია და დამათხოვრებულ მოსახლეობას კიდე იმას, ხომ არ ეტყვი ამდენი მყიდველი ყავს ძვირად/უძვირესად ღირებულ ჭინჭებს, როცა შენ შიმშილით სული გძვბრებაო?), ბაიერი ვიდრე არ განმიმარტეთ მეც ვერაფრით მივხვდი რას ნიშნავდა და ეგ სიუჟეტი, რომ მენახა გულიც არ ჩამწყდებოდა… :)

      –20 :)

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.