მოკლედ… ძალიან დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია “ჩვენ ბლოგზე”…
არ ვიცი ახსოვს თუ არა ვინმეს ჩვენი ბლოგი, არც ის ვიცი წაიკითხავს თუ არა ვინმე ახლად დაწერილ წერილს…
მაგრამ მაინც გვინდა რამდენიმე “მარგალიტზე” დავწეროთ, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასე არ შეიძლება, ვიღაცამ მაინც უნდა ცადოს და ცოტათი მაინც შეეწინააღმდეგოს ამ უცნაურ ტენდენციას.
მართლა ვერ გამიგია ბარათს რომელიც მხოლოდ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის არის განკუთვნილი რატომ უნდა ერქვას “Gift Card”-ი. ან სარეკლამო რგოლში რატომ უნდა აცხადებდნენ რომ “ემ პე ტრის ფლეერს ” ათამაშებენ, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ უცანაურობასთან გვაქვს საქმე, რადგან როგორც ვიცით “ტრი” ინგლისური სიტყვა არ არის.
თუ ზემოთ მოყვანილი “მარგალიტები” ”ლიბერთი ბანკს” და “პეპსის” ეკუთვნოდა შემდეგი მარგალიტი უკვე ჟურნალისტ მიხეილ სესიაშვილს ეკუთვნის რომელმაც გვამცნო რომ: “ქართულ ბაზარზე ასეთი ტრენდები არსებობს”
მჯერა რომ ყველა პოზიციის დაცვის დროს ზომიერების შენარჩუნება აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ვფიქრობ არ შეიძლება გადავთარგმნოთ ქართულად მაგალითად: კომპიუტერი, მაუსი, ვინდოუსი, ტელევიზორი, მარკეტინგი და ა.შ. რადგან ამ სიტყვების და თემების გამომგონებლებმა მათ ასეთი სახელები დაარქვეს და ისინი თავიდანვე ამ სახელებით შემოვიდნენ ჩვენს ცნობიერებაში…
მაგრამ სულ სხვა საქმეა ის სტყვები რომელიც ქართულში არსებობს და არც ისე “მოძველებულია”. უბრალოდ ეს ჩვენი ენაა, ჩვენიიი, და ჩვენ ამით განვსხვავდებით სხვებისაგან, ის არც სხვას ჯობია და არც სხვაზე უარესია უბრალოდ ჩვენია და მორჩა. და თუ ჩვენ არ დავიცავით, ზომიერად ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე, ერთ დღესაც ისე შეიცვლება, რომ ვეღარ ვიცნობ და ვეღარც ამას მივხვდებით და ვიქნებით ხალხი რომელმაც თავის ენა თვითონვე თავისი ნებით დაკარგა…
” ჩვენი ბლოგი” (ბ)
Posted by chveniblogi 
ძალიან საინტერესო რამეზე ვსაუბრობდით და ეს საკითხი ჩვენს ბლოგზე წამოჭრილ თემატიკას ძალიან ჰგავდა, ხოდა ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა.
პეტრე ცისკარიშვილი: “ჩვენ ვიმყოფებით “რეჟიმ ჩეინჯის” მდგომარეობაში” “სიტუაციის “ალარმიზაცია”-
გოკა გაბაშვილი: “კრიმინალური “ქეისები”-
გიორგი თარგამაძე: “ისტაბლიშმენტი”-